ხათუნა გოგოლაძის პრიორიტეტი გარემოს დაცვის სამინსტროსთვის თავისი ფუნქციის დაბრუნება იქნება
ხათუნა გოგოლაძის პრიორიტეტი გარემოს დაცვის სამინსტროსთვის თავისი ფუნქციის დაბრუნება იქნება
13:23 16.10.2012
გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატის ხათუნა გოგოლაძისთვის პრიორიტეტი სამინისტროსთვის რეალური ფუნქციის დაბრუნება იქნება.

რაც შეეხება ჰესების მშენებლობის პროექტს, რომლის განხორციელება ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო, იგი მას სამინიტროში მისვლის შემდეგ გაეცნობა და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე თუ როგორი სახით გაგრძელდება მოცემული პროექტი.

„ნებისმიერი პროექტი დეტალურად უნდა განვიხილოთ და ისე უნდა მოხდეს მათი განხორციელება. ვინაიდან სამინისტროს მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯების გარემოსა და საზოგადოებაზე უარყოფითად ასახვა დაუშვებელია და არა აქვს მნიშვნელობა პროექტი რა მასშტაბის იქნება. მთავარია სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ“ - განაცხადა გოგოლაძემ და დასძინა, რომ სხვა კითხვებს პასუხს სამინისტროში მისვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ გასცემს.

გარემოს დაცვის მინისტრობის პოსტზე ხათუნა გოგოლაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში დაასახელა.

ბეჭდვა