დავითაშვილი - მინისტრთა კაბინეტი პროფესიული და პოლიტიკური ნიშნით შეირჩა
დავითაშვილი - მინისტრთა კაბინეტი პროფესიული და პოლიტიკური ნიშნით შეირჩა
13:06 16.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში კანდიდატურები როგორც პოლიტიკური, ასევე პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩა.

როგორც დავითაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მინისტრი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, პირველი მოადგილე - მენეჯერი, ხოლო მეორე მოადგილე - ექსპერტი.

მისი თქმით, არსებობს სხვა მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ მინისტრი დარგის პეროფესიონალი უნდა იყოს, რომელსაც მენეჯერის გამოცდილება ექნება, თუმცა, პირველ ვარიანტს ის უფრო ეფექტურს უწოდებს.

დავითაშვილის თქმით, ახალი კაბინეტის დაკომპლექტების გაჭიანურება გამოწვეულია იმით, რომ კოალიცია არ განიხილავდა სააკაშვილის და მისი გუნდის ოპოზიციაში გადასვლის შესაძლებლობა.

„სააკაშვილის ოპოზციაში გადასვლის ალბათობა არსებობდა, თუმცა, დარწმუნებული არ ვიყავით. მოლოდინი იყო სისხლიანი დარბევის, რომლისთვის მზადებაც ხელისუფლებაში მიმდინარეობდა. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის საკითხში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო თანამეგობრობამ ითამაშა“ - განაცხადა დავითაშვილმა.



ბეჭდვა