შაქრო ზურაშვილი კვლავ 12 წლიან პატიმრობაში რჩება
შაქრო ზურაშვილი კვლავ 12 წლიან პატიმრობაში რჩება
14:40 06.03.2012
"სახალხო კრების" მხარდამჭერი შაქრო ზურაშვილი კვლავ 12 წლიან პატიმრობაში რჩება.
მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" წევრის ბესიკ ტაბატაძის განცხადებით, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულება შაქრო ზურაშვილის უდანაშაულობის შესახებ, არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ტაბატაძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც ნონო ბურჯანაძის კორტეჟის მანქანების ვინმესთან ან რამესთან შეჯახება გამოირიცხა.
მისივე თქმით, თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს.
"ის პოლიტპატიმარია და მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადაეგზავნება", - განაცხადა ტაბატაძემ.
შაქრო ზურაშვილი "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მძღოლი იყო. ის 2011 წლის 26 მაისის აქციების ღამეს ბურჯანაძის კორტეჟის ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა. მას ამავე ღამეს მოქალაქეზე შეჯახება ედება ბრალად, რომლის შედეგად ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. ზურაშვილს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ბეჭდვა