კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოში რეალური მრავალპარტიულობის დამკვიდრებას გეგმავს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არავის უნდა გაუკვირდეს თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში რამდენიმე ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.
უსუფაშვილის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური ძალა, იმდენად დომინანტი იყო, რომ მისი შეცვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც სახელმწიფო პოლიტიკურ ცხოვრებასთან კავშირი არ ჰქონდა. მისი თქმით, ხელისუფლებაში ქუჩის ოპოზიცია არ უნდა მოდიოდეს.
