პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვიზიტის ფარგლებში დღესვე, მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება, რისი დასრულების შემდეგაც ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ხვალ მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება და საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვა.
"პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებზე. ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრებს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
