პრეზიდენტმა პრემიერ-მინიტრობის კანდიდატი 17 ოქტომბრამდე უნდა დაასახელოს
პრეზიდენტმა პრემიერ-მინიტრობის კანდიდატი 17 ოქტომბრამდე უნდა დაასახელოს
10:43 15.10.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის გადადგომიდან, გადაყენებიდან ან უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში პრეზიდენტი, საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, პრემიერის კანდიდატურას არჩევს.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით მთავრობა 10 დღის ვადაში უნდა დააკომპლექტოს.

საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება 10 ოქტომბერს შეუჩერდა. ამდენად, პრემიერ-მინისტრობის პოსტზე არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართულ ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად 17 ოქტომბრისთვის უნდა დასახელდეს.

ივანიშვილმა მთავრობის წევრებთან დაკავშირებით საბოლოოო გადაწყვეტილება კი - 27 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს.

ბეჭდვა