ცენტრალური საარჩევნო კომისია დეპუტატობის კანდიდატების ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ მედიისთვის ოფიციალურ კომენტარს დღეს გააკეთებს.
დეპუტატობის კანდიდატების ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობები ცესკო-ში უკვე წარდგენილია.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულება ვალდებულია არჩევნებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა, ცესკო-ს ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა წარუდგინოს.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრმა ნარკოლოგიურო შემოწმება არ გაიარა პარლამენტი მის უფლებამოსილებას არ სცნობს.
ნარკოლოგიური შემოწმება სათანადო უფლების მქონე დაწესებულებამ უნდა ჩაატაროს, რომელსაც არჩევნებამდე ცესკო ირჩევს.
