განმეორებითი კენჭისყრის შედეგებით, 11 საარჩევნო უბანზე კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს
განმეორებითი კენჭისყრის შედეგებით, 11 საარჩევნო უბანზე კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს
10:21 15.10.2012
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 11 საარჩევნო უბანზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები ლიდერობენ.

წინასწარი შედეგებით, სიღნაღის საარჩევნო ოლქში, №5 უბანზე ჩატარებული განმეორებითი არჩევნების შედეგად, ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ კანდიდატი გელა გელაშვილი - ხმათა 85,97% ლიდერობს, 14,03% მოაგროვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა.

გორის საარჩევნო ოლქში, №4 უბანზე ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი 91,9%-ით ლიდერობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ტატიშვილს ხმათა 7,41% აქვს.

წინასწარი მონაცემებით, ხაშურის №1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45 და №46 უბნებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა ხმათა 93,6% მოაგროვა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სერგო ქიტიაშვილმა კი - 3,9%.

ბეჭდვა