გია ხუხაშვილი დღეს პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებას გააკეთებს
გია ხუხაშვილი დღეს პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებას გააკეთებს
09:19 15.10.2012
ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში განცხადებას გააკეთებს.

როგორც ხუხაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხდა, იგი „საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს“ დაუბრუნდება და პოლიტიკურ პროცესებს სრულად ჩამოშორდება.

ხუხაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნებაში“ იგი კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა და საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციას ივანიშვილს მომავალშიც გაუწევს.

„პოლიტიკურ პროცესებს ჩამოვშორდები, თუმცა, ივანიშვილთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს და თუკი ჩემი რჩევა დასჭირდებათ, მე ამისთვის მზად ვიქნები“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მას კარგი ურთიერთობა აკავშირებს და მისი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი რაიმე გაუგებრობა და პრობლემები არ ყოფილა.
ბეჭდვა