თემაზე - "საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პერსპექტივები" კონფერენცია იმართება
თემაზე - "საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პერსპექტივები" კონფერენცია იმართება
09:17 15.10.2012
"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა თემაზე - "საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პერსპექტივები" კონფერენციას მართავს.

კონფერენცია ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება და იგი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს.

კონფერენციაზე მომხსენებლების სტატუსით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ კოალიცია "ქართული ოცნება,"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე, ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეჰლერი.



ბეჭდვა