ამომრჩეველთა აქტივობა განმეორებითი კენჭისყრისას 27% შეადგენს
ამომრჩეველთა აქტივობა განმეორებითი კენჭისყრისას 27% შეადგენს
18:41 14.10.2012
ამომრჩეველთა აქტივობამ 11 საარჩევნო უბანზე, სადაც დღეს განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს, 18.00 საათისთვის 27% შეადგინა.

ცესკო-ს ცნობით, ოლქების მიხედვით ყველაზე აქტიური ამომრჩეველი სიღნაღშია, სადაც აქტივობის მაჩვენებლი 69% შეადგენს, ხაშურში აქტივობა - 24%, ხოლო გორში - 25 %.

საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემით განმეორებითი კენჭისყრა ხაშურის 43 საარჩევნო უბნიდან 9 სადავო უბანზე, გორში მე-4 უბანზე, ხოლო სიღნაღში სოფელ ვაქირის მე-5 უბანზე ტარდება.

ხაშურის საარჩევნო ოლქში არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სერგო ქიტიაშვილმა და მიზეზად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლა დაასახელა, თუმცა, კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით ყველა ვადა გასული იყო და მისი გვარი ბიულეტენში მაინც დაფიქსირებულია.

საარჩევნო უბნები 20.00 საათზე დაიხურება.




ბეჭდვა