„დემოკრატიული მოძრაობა“ საზოგადოებას სვეტიცხოვლობას ულოცავს
„დემოკრატიული მოძრაობა“ საზოგადოებას სვეტიცხოვლობას ულოცავს
17:34 14.10.2012
პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს მცხეთობისა და სვეტიცხოვლობის -,,კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა''-ს დღესასწაულს, ასევე, წმინდა მოციქულთა სწორის
მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღეს ულოცავს.

„ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სულის სიმტკიცესა და მხნეობას ვუსურვებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ქვეყნისთვის ამ ძნელბედობის
ჟამს, ქართველი ერი ბრძნულ გამოსავალს მოძებნის და კვლავ დააბრუნებს ქვეყანას სწორი განვითარების გზაზე“- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ყველა ტაძარში ღვთისმსახურება შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კი, საღმრთო ლიტურგია მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლინა.

ბეჭდვა