გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს
გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს
16:37 14.10.2012
ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით ხვალ ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში განცხადებას გააკეთებს.

როგორც ხუხაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხდა, იგი „საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს“ დაუბრუნდება და პოლიტიკურ პროცესებს სრულად ჩამოშორდება.

ხუხაშვილის განმარტებით, კოალიცია „ქართული ოცნებაში“ იგი კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა და საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციას ივანიშვილს მომავალშიც გაუწევს.

„პოლიტიკურ პროცესებს ჩამოვშორდები, თუმცა, ივანიშვილთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს და თუკი ჩემი რჩევა დასჭირდებათ, მე ამისთვის მზად ვიქნები“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მას კარგი ურთიერთობა აკავშირებს და მისი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი რაიმე გაუგებრობა და პრობლემები არ ყოფილა.

ბეჭდვა