საიას ცნობით, განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება
საიას ცნობით, განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება
13:48 14.10.2012
გორში, ხაშურსა და სიღნაღის 11 უნაბში მიმდინარე განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ლელა ტალიურმა განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, დილის საათებში სიღნაღში, ვაქირის მე-5 უბანზე ხმაური მოჰყვა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას.

ტალიურის ცნობით, ამავე უბანზე კომისიის ერთ-ერთი წევრი არ დაუშვეს, რადგან მასზე საარჩევნო ოლქიდან მოწმობა დაგვიანებით გაიცა.

ვაქირის #5 საარჩევნო უბანთან დილიდან შეკრებელი იყვნენ კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. მათთან ერთად იმყოფებოდნენ მაჟირიტარი დეპუტატობის კანდიდატები გელა გელაშვილი და ლევან ბეჟაშვილი.

11-ვე უბანზე, სადაც ამომრჩევლები ხმას მაჟორიტარ კანდიდატს აძლევენ, 13:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 12,09%-ს შეადგინა.

ბეჭდვა