გორში, ხაშურსა და სიღნაღში 11 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრაამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.
ხაშურის 43 საარჩევნო უბნიდან განმეორებითი კენჭისყრა 9 სადავო უბანზე ტარდება.
აღნიშნულ საარჩევნო ოლქში არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სერგო ქიტიაშვილმა და მიზეზად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლა დაასახელა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით ყველა ვადა გასული იყო, მისი გვარი ბიულეტენში მაინც დაფიქსირებულია.
გორში არჩევნები მე-4 უბანზე, ხოლო სიღნაღში სოფელ ვაქირის მე-5 უბანზე ტარდება.
