განმეორებით კენჭისყრას დღეს საიაც აკვირდება
განმეორებით კენჭისყრას დღეს საიაც აკვირდება
10:05 14.10.2012
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებით კენჭისყრას, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლები განმეორებით კენჭისყრას აკვირდებიან №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანზე, №32 გორის საარჩევნო ოლქის - №4 საარჩევნო უბანზე, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის - №1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45, №46 უბნებზე.

საია იმედს გამოთქვამს, რომ კენჭისყრა ჩატარდება მშვიდ გარემოში და ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ადექვატურად აისახება.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაკმაყოფილდა საიას მოთხოვნა ხაშურის #35 ოლქის 9 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ.

ბეჭდვა