არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის მონიტორინგს ახორციელებს.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები განმეორებით არჩევნებს №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 უბანზე; №32, გორის საარჩევნო ოლქის - №4 უბანზე; №35, ხაშურის საარჩევნო ოლქის - №1, №2, №3, №8, №9, №10, №13, №45, და №46 უბნებზე აკვირდებიან.
აღნიშნულ უბნებზე პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის გადაწყვეტილება ცესკო-ს 10 ოქტომბრის სხდომაზე იქნა მიღებული.
