თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #31 უბანზე ხმები თავიდან დაითვლება
თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #31 უბანზე ხმები თავიდან დაითვლება
14:04 06.10.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #31 უბნის ხმების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა.
თუმცა, აზარაშვილის განმარტებით, ცესკოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოშია გასაჩივრებული და სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მანამდე ცესკოს ხმების გადათვლის საშუალება არ ექნება.

ბეჭდვა