ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლის პროცესი დაასრულა.
წინასწარი შედეგების საბოლოო მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნებაა“.
პროპორციული წესით, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებას“ ხმების 54,85 % აქვს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 40,43 %-მა დაუჭირა მხარი.
ბარიერი ვერ გადალახა „გიორგი თარგამაძე-ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ“. მან არჩევნებზე ხმების 2,05 %-ის მოგროვება შეძლო.
„შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტული პარტიამ“ 1, 25 % მიიღო.
ყველა სხვა პარტიის შედეგი კი 1 %-ზე დაბალია.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ცესკო მათ დაზუსტებას მას შემდეგ შეძლებს, რაც საარჩევნო ოლქებიდან საბოლოო შედეგებს მიიღებს.
