საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას გამოკითხვაში მონაწილეთა 72,9 პროცენტი უჭერს მხარს.
კითხვაზე „უნდა დატოვოს თუ არა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა და უნდა დაინიშნოს თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“, გამოკითხულთა 72,9 პროცენტმა დადებითად უპასუხა, 23,7 პროცენტმა კი უარყოფითი პასუხი გასცა.
ამასთან კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 3,4 პროცენტს გაუჭირდა.
