ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება პატრიარქმა მიულოცა
ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება პატრიარქმა მიულოცა
20:27 05.10.2012
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს საღამოს საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა.

ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს სამების ხატი აჩუქა. საპატრიარქოს შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა სიონის საკათედრო ტაძარი მოილოცა.

ბეჭდვა