გარკვეულ ოლქებში „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ თანაბარი რაოდენობის მაჟორიტარები ჰყავთ
გარკვეულ ოლქებში „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ თანაბარი რაოდენობის მაჟორიტარები ჰყავთ
19:10 05.10.2012
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, იმერეთის 12 მაჟორიტარული ოლქიდან, 8-ში საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ხარაგაულის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნოდარ ებანოიძე ხმათა 47,82%-ით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა ჭყოიძემ კი - ხმათა 47,15% მოაგროვა.

საჩხერეში „ქართული ოცნების“ კანდიდატს მანანა კობახიძეს ხმათა 92,71% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ზურაბ ცერცვაძეს - 6,98%.

ზესტაფონის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ქავთარაძე 57,87%-ით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზურაბ ბუცხრიკიძემ კი - ხმათა 37,86% მოაგროვა.

ბაღდათში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა წინასწარი მონაცემებით, ხმათა 49,3%-ით გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თემურ კოხოძემ კი - ხმათა 47,74%-ის მიღება შეძლო.

სამტრედიაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 53,63%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მერაბ ჯანელიძეს კი - ხმათა 43,91% აქვს.

ჭიათურის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მალხაზ წერეთელი ხმათა 71,15%-ით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა პროკოფ ჩიკვიკლაძემ კი - ხმათა 36,54% მოაგროვა.

ტყიბულში წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ელისო ჩაფიძემ ხმათა 52,03%-ით გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა პავლე კუბლაშვილმა კი - ხმათა 45,26% მოაგროვა.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გუბაზ სანიკიძე ხმათა 54,24%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ კი - 36,89% მოაგროვა.

თერჯოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კახა ბუცხრიკიძემ ხმათა 48,78% მოიპოვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაალ გოგსაძემ - 45,45%.

ვანში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პაატა ლეჟავა 59,99%-ით ლიდერობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოდერძი ტყეშელაშვილმა ხმათა 36,07% აქვს. ხონში - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ჭავჭანიძე - 48,14%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნიკოლოზ სანოძე - 46,9%.

წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აკაკი ბობოხიძე 51,66%-ით იმარჯვებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა კი - ხმათა 40,84%.

გურიის რეგიონის სამივე ოლქში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ლანჩხუთი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი თეიმურაზ ჩხაიძე - 62,28%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი გოგუაძე - 36,58%. ჩოხატაური - „ქართული ოცნების“ კანდიდატი თეიმურაზ ჭკუასელი - 51,19%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - მანანა ჯინჭარაძე - 46,77%. ოზურგეთი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზვიად კვაჭანტირაძე - 58,29%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - რამაზ ნიკოლაიშვილი - 37,5%.

რაც შეეხება სამეგელო-ზემო სვანეთის რეგიონს, 9 საარჩევნო ოლქიდან, 7-ში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ. აბაშა - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით დარცმელიძე - 58,1%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი საბულუა - 36,41%. სენაკი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გურამ მისაბიშვილი - 58,53%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი მირიანე ოდიშარია - 34,96%. მარტვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნანული ჯანაშია - 52,67%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი მურთაზ ხურცილავა - 38,58%. ხობი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გოდერძი ბუკია - 56,08%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიგა ბუკია - 35,67%. ზუგდიდი - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი როლანდ ახალაია - 57,59%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ალასანია - 36,26%. წალენჯიხა - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან ქარდავა - 64,1%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნაჭყებია - 29,64%. ჩხოროწყუ - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვახტანგ ლემონჯავა - 59,45%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან იზორია - 37,16%. ფოთი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი ეკა ბესელია - 57,35%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - თენგიზ სარიშვილი - 36,7%. მესტია - „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვიქტორ ჯაფარიძე - 49,73%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი კანდიდ კვიციანი - 44,7%.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 4 მაჟორიტარული ოლქიდან, სამში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იმარჯვებენ. ამბროლაურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ხმათა 48,08% მოაგროვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით დარახველიძემ 46,62%. ცაგერში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სერგო ხაბულიანი 61,36%-ით ლიდერობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მამუკა ჩაჩხიანმა ხმათა 35,43% მოაგროვა. ლენტეხში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გოგი ლიპარტელიანი 69,97%-ით იმარჯვებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გია გაზდელიანმა კი - ხმათა 27,69% მოაგროვა. ონში „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამაზ ჯაფარიძე 50,48%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ვალერიან გავაშელს კი - ხმათა 47,22% აქვს.

ბეჭდვა