ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით 39 მაჟრიტარულ ოლქში საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ლიდერობს.
თბილისის ათივე მაჟორიტარული ოლქი „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. მთაწმინდის ოლქში ზაზა პაპუაშვილი 61,46%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს არჩილ გეგენავას ხმათა 37,14% აქვს.
ვაკეში „ქათული ოცნების“ კანდიდატს შალვა შავგულიძეს ხმათა 69,72% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი კარბელაშვილს - 25,42%.
საბურთალოზე ხმათა 66,1%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით უსუფაშვილი ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანდრია ურუშაძე - 25,03%.
კრწანისის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი შოთა ხაბარელი 57,18%-ით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დავით საყვარელიძემ კი - ხმათა 39,34% მოაგროვა.
ისანში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ალექსანდრე ქანთარიას ხმათა 64,84% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ვაშაძეს - 32,95%.
სამგორში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ხმათა 64,28%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მიხეილ მაჭავარიანმა 30,46% მოიპოვა.
ჩუღურეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ვიქტორ დოლიძის შედეგი 66,94%-ია, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ანდრო ალავიძის - 29,58%.
დიდუბეში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ ხმალაძემ ხმათა 71,04% მოაგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ჩაჩანიძემ კი - 25,34%.
ნაძალადევის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი თეა წულუკიანი 71,19%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს კი - ხმათა 23,94% აქვს.
გლდანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ჯაჭვლიანმა ხმათა 68,51% მოაგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა 26,38%.
„ქართულმა ოცნებამ“ ოთხივე ოლქში გაიმარჯვა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც.
დუშეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ერეკლე ტრიპოლსკიმ ხმათა 61,88% მოაგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნინო ხუციშვილმა - 21,31%.
ყაზბეგში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მირიან წიკლაური ხმათა 69,16%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გოჩა მალანიამ კი - ხმათა 28,23% მოაგროვა.
მცხეთაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ხმათა 60,59%-ით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ანდრო კალანდაძეს კი ხმათა 34,82% აქვს.
თიანეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი 59,02%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძროაბის“ კანდიდატმა გიორგი აბაშვილმა ხმათა 39,73% მოაგროვა.
კახეთის რეგიონის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 5-ში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ.
გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ღვინიაშვილმა ხმათა 51,29% მოაგროვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა 43,6%.
სიღნაღში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან ბეჟაშივლი 48,7%-ით ლიდერობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა გელაშვილმა ხმათა 47,19% მოაგროვა. დედოფლისწყაროში - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - ზაზა კედელაშვილი 49,67%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე თამაზაშვილი - 47,56%.
ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი გოზალიშვილმა ხმათა 57,99% მოაგროვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ელდარ კურტანიძემ 36,95%. ყვარელში - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მარიკა ვერულაშვილი - 50,15%, „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ქევხიშვილი - 46,08%.
საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატი თინათინ ხიდაშელი 54,99%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გია ჩალათაშვილს ხმათა 41,35% აქვს.
თელავში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა სამხარაულმა ხმათა 47,84%-ით გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვასილ დავითაშვილმა კი ხმათა ხმათა 44,74% მოაგროვა.
ახმეტაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზურაბ ზვიადაურ ხმათა 51,07%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა პეტრე ცისკარიშვილმა კი 45,34% მოაგროვა.
