ცესკო-მ კენჭისყრის შედეგები ყველა საარჩევნო უბანზე დათვალა
ცესკო-მ კენჭისყრის შედეგები ყველა საარჩევნო უბანზე დათვალა
16:03 05.10.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100% დათვალა.

ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში უპირატესობას ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ფლობს.

პროპორციული სისტემით, „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ ხმების 54,85%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 40,43 % აქვს.

საარჩევნო ბარიერი ვერც ერთმა სხვა პარტიამ ვერ გადალახა.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, 73 ოლქიდან 39-ში მანდატი „ქართულმა ოცნებამ“, 34-ში კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგს სადავო
უბნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოაცხადებს.

ბეჭდვა