საქართველოში არ არსებობს ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარების გამოცდილება და ამიტომ, აშშ-ს გამოცდილებას იყენებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განუცხადა.
ბაქრაძის თქმით, იმ ფორმით რა ფორმითაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული გუნდისთვის ხელისუფლების გადაბარებას ვაპირებთ, შეერთებულ შტატებში ხდება. კერძოდ, ტრანზიციის პერიოდში ე.წ გარდამავლი გუნდები, რომლებიც ეცნობიან სხვადასხვა უწყების მუშაობის არსს, თანდათანობით იბარებენ მმართველობას.
„ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, პრეცედენტია, საქართველოში მანამდე ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარება არ განხორციელებულა და სამწუხაროდ ამის გამოცდილება არ გვაქვს. მომავალი კვირიდან ახალი გუნდი დაიწყებს უწყებათა საქმიანობის, პრობლემატიკისა და გამოწვევების გაცნობას“-განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ როგორც ხელისუფლების ისე არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ჯგუფის ერთობლივი ამოცანაა, მთავრობის მუშაობაში წყვეტა არ მოხდეს.
