მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ორშაბათს გახდება ცნობილი
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ორშაბათს გახდება ცნობილი
15:02 05.10.2012
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა სავარაუდოდ, ორშაბათს, 8 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრების დანიშნვასთან დაკავშირებით მას თავისი ხედვა აქვს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდთან მსჯელობის შემდეგ მიიღებს და ორშაბათს გამოაცხადებს.

ამასთან, მისი თქმით, ძველი მთავრობიდან თანამდებობას ვერც ერთი მინისტრი ვერ შეინარჩუნებს, ასევე გათავისუფლდებიან მოადგილეები, თუმცა, გამორიცხული არ არის მათი ნაწილი დარჩეს. ივანიშვილის განცხადებით, მოადგილეებზე ქვევით კი, საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, თუ რაიმე განსაკუთრებულ და სპეციფიურ შემთხვევას არ ექნება ადგილი.

ბეჭდვა