ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ მოვახერხებთ, რომ რეალურად, ძალიან სწრაფად გავხდეთ ნატო-ს წევრი
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ მოვახერხებთ, რომ რეალურად, ძალიან სწრაფად გავხდეთ ნატო-ს წევრი
14:39 05.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ვილიამ ლაჰიუს შეხვდა.

როგორც ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ლაჰიუმ „ქართული ოცნების“ ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„დარწუნებული ვართ ბიძინა ივანიშვილის გეგმებში, რეფორმებში და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების სისწორეში“ - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, ივანიშვილი ლაჰიუს დაპირდა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება სწრაფი ტემპით წაიწევს წინ, რაც ნატოში საქართველოს ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ გვაქვს ნატოში შესვლის ძალიან კარგი შანსი“-აღნიშნა ივანიშვილმა.




ბეჭდვა