ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, პირველმა შეხვედრამ კოალიცია „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფთან ძალიან
საქმიან და ცივილიზებულ ატმოსფეროში ჩაიარა.
„ბუნებრივია, საუბარი შეეხო იმ დემოკრატიული ტრანზიციის პროცესს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა თავის ისტორიაში პირველად გადის“ - განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, კონსულტაციები სამუშაო ჯგუფებს შორის გაგრძელდება, რათა ეს პროცესი სწრაფად კონსტიტუციის ფარგლებში და მშვიდობიან საქმიან ატმოსფეროში დასრულდეს.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საუბარი, ასევე, შეეხო არჩევნების შეჯამებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს.
მისი თქმით, პრობლემები რჩება, მაგრამ განწყობა და ამოცანა საერთოა, რაც დადებითი მოვლენაა.
