„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ორშაბათიდან სახელმწიფო უწყებებში არსებულ ვითარებას შეისწავლიან
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ორშაბათიდან სახელმწიფო უწყებებში არსებულ ვითარებას შეისწავლიან
14:14 05.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მომავალი კვირიდან, ორშაბათიდან სახელმწიფო უწყებებში არსებული მდგომარეობის შესწავლას დაიწყებენ. ამის შესახებ მოქმედი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაზე ისაუბრეს.

კოალიციის წარმომადგენლები უწყებებში შევლენ და ვითარებას გაეცნობიან, ასევე, დაიწყება გადაბარების პროცესი.

სამუშაო ჯგუფებს შორის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, მომდევნო შეხვედრა ორშაბათს გაიმართება.

ხელისუფლების მხრიდან შეხვედრაში პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, უშიშრობის საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მონაწილეობდნენ. კოალიციას კი, წარმოადგენენ - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი.



ბეჭდვა