მთავრობის კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ ხელისუფლების სამუშაო ჯგუფისა და არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და მხარეების განცხადებით, მასზე ხელისუფლების გადაცემის საკითხებზე ისაუბრეს, თუმცა, დღეს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ხელისუფლების მხრიდან შეხვედრაში პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, უშიშრობის საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მონაწილეობდნენ. კოალიციას კი, წარმოადგენენ - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი.
მომდევნო შეხვედრა ორშაბათს, 8 ოქტომბერს გაიმართება.
