ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა
13:34 05.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეთაური გენერალ ლეიტენანტი ჯონ პაქსტონი, პოლკოვნიკი ჯეიმს ო’მეარა და ევროპაში აშშ-ს საზღვაო ძალების უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი მიიღო.

შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის ატაშე ესწრებოდნენ.

როგორც ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ამერიკელმა გენერლებმა „ქართული ოცნების“ ლიდერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოულოცეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმირებასა და ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებაში.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორობა ნატოში, ავღანეთსა და სხვა ცხელ წერტილებში გაგრძელდეს“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



ბეჭდვა