ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის კოალიცია „ქართული ოცნება” 39 მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს, „ნაციონალური
მოძრაობის” კადიდატები 34 საარჩევნო ოლქში იმარჯვებენ.
ამ დროისთვის სადავო უბნებია თეთრიწყაროში, ქედაში, სიღნაღში, ყვარელში, თერჯოლასა და მარტვილში, ხოლო მას შემდეგ, რაც ცესკო საარჩევნო ოლქებიდან საბოლოო შედეგებს მიიღებს, მონაცემის დაზუსტებას შეუდგება.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, მათი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს ერთი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ორი კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრედს შესაბამის რაიონულ საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს, ასევე, ორი კალენდარული დღის ვადაში განიხილავს.
ამასთან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან ერთი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს 12 დღის ვადაში იხილავს. ხოლო, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
