სააკაშვილსა და კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
სააკაშვილსა და კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
10:52 05.10.2012
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი შედგა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სააკაშვილისა და კლინტონის საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არჩევნების შემდეგ არსებულ ვითარება იყო.

„კერძოდ კი, ის ზეწოლა, რომელიც დღესდღეობით საუბნო კომისიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ხორციელდება“ - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.


ბეჭდვა