კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ამერიკის სახელმწიფო მდივამა ჰილარი კლინტონმა მიულოცა.
როგორც Facebook-ზე ივანიშვილის გვერდზეა აღნიშნული, ჰილარი კლინტონსა ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, მათ საუბრისას ხაზი გაუსვეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ასევე, აშშ-საქართველოს შემდგომ თანამშრომლობას.
„ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს მისი მისწრაფებისთვის კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველ ვიზიტს სწორედ ამერიკაში გეგმავს.
