მერაბიშვილმა მინისტრებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობა სთხოვა
მერაბიშვილმა მინისტრებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობა სთხოვა
21:25 04.10.2012
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა.
მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, სხდომაზე განხილვის მთავარი თემა არჩევნების შემდგომ შექმნილი ვითარება იყო.
“პრემიერ-მინისტრმა მინისტრებს სთხოვა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა, რათა გარდამავალ პერიოდში უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა განაგრძოს საკუთარი ფუნქციების შესრულება“ - აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე.

ბეჭდვა