საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ხვალ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნესმენებს შეხვდება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კოალიციის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამასთან, მან შეხვედრა დღესვე გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციასთან გამართა, რომელსაც ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი ვოლფგანგ ტირზე ხელმძღვანელობდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
