ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება ალექსანდრე ებრალიძემ მიულოცა
ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება ალექსანდრე ებრალიძემ მიულოცა
19:05 04.10.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

„გილოცავთ პირადად თქვენ და მთელ ქართველ ერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. გისურვებთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შემდგომ აყვავებას. გისურვებთ წარმატებებს თქვენ და მთელ ქართველ ერს“ - აღნიშნავს ებრალიძე.





ბეჭდვა