თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია „მზის“ 40%-იც იყიდა. ამის შესახებ www.media.ge იუწყება.
www.media.ge-ის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40%-ის მფლობელი გახდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული აქტივების მფლობელმა ლევან ყარამანიშვილმა 4 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ში მისი კუთვნილი 90%-დან 40% 500 ათას აშშ დოლარად შპს „მედია ჯორჯიას“ მიყიდა, რომლის ერთპიროვნული მფლობელი დავით კეზერაშვილია. ასევე, კეზერაშვილს ეკუთვნის შპს „ჯორჯიან მედია კომპანი“, რომელსაც ყარამანიშვილმა „მზის“ 40% 250 ათას აშშ დოლარად მიყიდა.
ორივე კომპანია - „მედია ჯორჯია“ და „ჯორჯიან მედია კომპანი“ საჯარო რეესტრში 3 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ორივე კომპანიის დირექტორი გიორგი ფრუიძეა.
ყარამანიშვილმა „რუსთავი 2“-ისა და მზის 90% 2011 წლის დეკემბრის ბოლოს შეიძინა, დანარჩენი 10%ის მფლობელი ტელეკომპანიების დირექტორი გოგი გეგეშიძეა.
