აშშ-ს ელჩი ალასანიას აქციას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო
აშშ-ს ელჩი ალასანიას აქციას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო
17:13 04.10.2012
საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი დღეს ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას მხარდამჭერების  აქციაზე მივიდა და საზოგადოებისადმი ალასანიას მიმართვა მოისმინა.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის აქციაზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

„დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა მოხდა, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. რატომ ვარ სამეგრელოში? იმიტომ, რომ ეს სპეციფიური რეგიონია, სფეციფიური დინამიკა აქვს და ჩვენი მიზანია, ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის უზრუნველყოფა“ - განაცხადა ნორლანდმა.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა მშვიდ და შიშისგან თავისუფალ პირობებში გააგრძელონ.

„მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება. თუ არსებობს რაიმე გამოწვევა შედეგებთან დაკავშირებით, ის განხილული უნდა იყოს სამართლებრივად“ - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა საზოგადოებისადმი ალასანიას მიმართვის შემდეგ.




ბეჭდვა