ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების 99,95%-ის მონაცემები უკვე დათვალა.
3 766 უბნიდან უკვე ცნობლია 3 764 უბნის შედეგი.
აღნიშნული შედეგის მიხედვით, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 54,88%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - ხმათა 40,39% აქვს.
ელექტორატის ხმების 2,04% მიიღო „ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ“, ხოლო „ლეიბორისტულმა პარტიამ“ - 1,24%.
ამასთან, დასათვლელი დარჩა 2 საარჩევნო უბნის მონაცემები.
საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 18 ოქტომბრისთვის უნდა გახდეს ცნობილი.
