ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი ჟან-კლოდ მინიონი აცხადებს, რომ საქართველომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
მინიონი პოლიტიკურ ძალებს დიალოგისაკენ მოუწოდებს.
„პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოვუწოდებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს წარმატებული თანამშრომლობა, რაც ქართველი ხალხისა და რეგიონის სტაბილურობის ინტერესებში შედის“ - აღნიშნა მინიონმა სტრასბურგში ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიესალმება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას სურს ხელი შეუწყოს ახალი ხელისუფლების ფორმირების პროცესს.
