„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ მუშაობას და ბრძოლას გააგრძელებს
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ მუშაობას და ბრძოლას გააგრძელებს
14:32 04.10.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ პარტია აქტიურ მუშაობას განაგრძობს - ამის შესახებ მან დღეს პარტიის  ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მადლობას ვუხდით მხარდამჭერებს, ვეუბნებით მათ, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. პირიქით, რეალური დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი ახლა იწყება, იწყება რეალური ბრძოლა პოლიტიკურ პარტიებს შორის“ - განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, ქდმ გადადის პარტიის ძირითადი მისიის შესრულებაზე, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის გაერთიანებას, პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას უკავშირდება.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, როგორც ახალი ხელისუფლების ნამდვილი ღირებულებითი ალტერნატივა , ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის და დემოკრატიული ეკონომიკური წინსვლისთვის ბრძოლას გააგრძელებს “- განაცხადა თარგამაძემ.

ბეჭდვა