გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეხვდება
გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეხვდება
14:16 04.10.2012
გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი ვოლფგანგ თირზე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში გერმანიის საელჩოდან აცნობეს, დელეგაცია შეხვედრებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, კულტურისა და რელიგიური სფეროს წარმომადგენლებთან გამართავს.

საელჩოს ინფორმაციით, გორში დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობასა და განვითარების სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პროექტებს გაეცნობა. დაგეგმილია ასევე, თელავის დათვალიერება.

ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში საინფორმაციო ვიზიტით 7 ოქტომბრამდე იმყოფება. მას თან ახლავს პირადი რეფერენტი ანდრეას ტრამპე და გერმანიის ბუნდესტაგის პროტოკოლის თანამშრომელი შტეფანი როთენბერგერი.

ვოლფგანგ თირზემ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვასაძესთან შეხვედრა უკვე გამართა.

ბეჭდვა