ძიძიგურს საკუთარი საქმიანობის გაგრძელება იქ წარმოუდგენია, სადაც კენჭი იყარა
ძიძიგურს საკუთარი საქმიანობის გაგრძელება იქ წარმოუდგენია, სადაც კენჭი იყარა
13:24 04.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზვიად ძიძიგურს, საკუთარი საქმიანობის გაგრძელება იმ ქალაქში  აქვს წარმოდგენილი, სადაც კენჭი იყარა და გაიმარჯვა.

როგორც ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მან პირობა დადო, რომ რუსთაველების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა, რაშიც ძალიან აქტიურ მონაწილეობას აპირებს.

„საკუთარი თავი წარმომომიდგენია იქ, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მივიღე. წარმომიდგენია, რომ პარლამენტში ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შემიძლია. არავითარი სხვა ამბიცია არ მაქვს“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ყველა პოლიტიკოსს იმის ამბიცია აქვს, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. ძიძიგურის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დიდი კოალიციაა, აქვს დიდი გეგმები და დაპირებები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაპირებას, სოფლის მეურნეობაში ერთი მილიარდის ჩადებასთან დაკავშირებით, ძიძიგურის თქმით, „ივანიშვილის არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა და არც ეს გაცუდდება“.

„ჩვენი პირველი ამოცანაა ისაა, რომ მედია გავათავისუფლოთ. ეს კი პოლიტიკური ნების საკითხია. კოალიციის ამოცანაა, სასამართლოს გათავისუფლება, რასაც, ასევე პოლიტიკური ნება სჭირდება“ - განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა, რომ მომავალში სასამართლოს ძალიან დიდი დატვირთვა ექნება, რომ ის უსამართლობა გამოასწოროს, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა. ამიტომ, სასამართლო ზეწოლისგნ სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

ამასთან, ძიძიგურმა აღნიშნა, რომ გაუქმდება სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი.

ბეჭდვა