ძიძიგურის თქმით, ივანიშვილის ვიზა და მოქალაქეობა ახლა უკვე დეტალებია
ძიძიგურის თქმით, ივანიშვილის ვიზა და მოქალაქეობა ახლა უკვე დეტალებია
13:10 04.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასა  და ვიზის ამოწურვის საკითხთან დაკავშირებით, ძალიან კარგი იურისტები მუშაობენ.

მისი თქმით, ვიზა, მოქალაქეობა და სხვა მსგავსი საკითხები ახალა დეტალებია, რომელიც მოგვარდება.

ძიძიგურის განცხადებით, აღნიშნული თემები მნიშვნელოვანი იყო მაშინ, როდესაც ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლაში ხელს უშლიდნენ.

„დღეს, როდესაც ივანიშვილი ხელისუფლების პირველი პირია, ეს მხოლოდ დეტალია და პოლიტიკური ნებაც არსებობს, რომ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეიქმნა, მოგვარდეს“ - განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა, რომ რას მოიმოქმედებს ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ამაზე ინფორმირებული არ არის.

ბეჭდვა