ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კონკურენტუნარიანს და დემოკრატიულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს ქართული
საზოგადოების წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაციის მკაფიო და ცალსახა ნიშანი უნდა გახდეს.
ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბერნ იაგლანდმა განაცხადა.
იაგლანდი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების ყველა ეტაპი დასრულდეს და ხელისუფლების გადაცემა მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მოხდეს.
ევროპის საბჭო მზადყოფნას გამოხატავს მომავალშიც მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურ დემოკრატიას, რათა დაიცვას ფუნდამენტური ღირებულებები და დაძლიოს მის წინაშე არსებული გამოწვევები.
