"თავისუფალი საქართველოს" წევრები "ცესკოს" გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ
"თავისუფალი საქართველოს" წევრები "ცესკოს" გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ
10:26 06.03.2012
პარტია "თავისუფალი საქართვლოს" საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბრიფინგს გამართავენ.

ისინი ცენტრალური საარჩევნო კომიისიის უარყოფით გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ბრიფინგს პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები თამარ სადღობელაშვილი, ალექსანდრე შალამბერიძე, ნათელა ქევხიშვილი, მარიამ ვარდოსანიძე, როინ პაპავა და მათი ინტერესების დამცველი კახა კუკავა გაუძღვებიან.

როგორც "ნიუსპრესს" პარტიიდან აცნობეს, საკითხი ეხება პარტიის საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებულ სარეფერენდუმო კითხვას "გსურთ თუ არა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უმუშევრობის პერიოდში ჰქონდეთ შემწეობა?". ცესკო-მ აღნიშნული საკითხის სარეფერენდუმოდ რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.


ბეჭდვა