ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების 99,42%-ის მონაცემები აქვს დათვლილი.
3 766 უბნიდან უკვე ცნობლია 3 744 უბნის შედეგი და დასათვლელია 22-ის მონაცემები.
აღნიშნული შედეგით, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” 54,93%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კი - ხმათა 40,35% აქვს.
ხმათა 2,04% დააგროვა „ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ”, ხოლო ”ლეიბორისტულმა პარტიამ - 1,24%.
დათვლილ უბნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 99%-ს შეადგენს.
