ცესკო-მ უბნების 99,39%-ის მონაცემები უკვე დათვალა
ცესკო-მ უბნების 99,39%-ის მონაცემები უკვე დათვალა
19:23 03.10.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების 99,39%-ის მონაცემები უკვე დათვალა.

3 766 უბნიდან უკვე ცნობლია 3 743 უბნის შედეგი და დასათვლელია 23-ის მონაცემები.

აღნიშნული შედეგით, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” 54,91%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კი - ხმათა 40,34% აქვს.

ხმათა 2,04% მოაგროვა „ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ”, ხოლო ”ლეიბორისტულმა პარტიამ - 1,24%.

დათვლილ უბნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 99%-ს შეადგენს.

ბეჭდვა