საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და წმინდა საყდრის ნუნციუსმა მარეკ სოლჩინსკიმ დღეს საღამოს საქართველოსა
და ვატიკანს შორის ურთიერთობებსა და საქართველოში დიპლომატიური მისიების საქმიანობაზე ისაუბრეს.
„კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველომ კიდევ ერთი დემოკრატიული გამოცდა ტრიუმფალურად ჩააბარა. შევასრულეთ დანაპირები და ჩავატარეთ ევროპული და გამჭვირვალე არჩევნები“ - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, სამინისტროს დამსახურებაა, რომ უცხოურ დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში არ აქვს არც ორგანიზაციული და არც პრაქტიკული პრობლემები.
მისი თქმით, ნუნციუსმა, როგორც დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა სამინისტროსა და მინისტრ ვაშაძეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს და მისიის ხელმძღვანელს მეგობრობისთვის, რჩევებისა და თანადგომისთვის, განსაკუთრებით ტრაგიკული 2008 წლის დღეებში“ - განაცხადა ვაშაძემ.
